.პროექტის სახელწოდება;– ,,იცნობდეთ საქართველოს’’
2.პროექტის მთავარი იდეა;–მოსწავლეები ,რომლებიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან და სწავლობენ არაქართულ სკოლებში,უფრო ახლოს იცნობდნენ საქართველოს ისტორიას,გეოგრაფიას, კულტურას,ტრადიციას, წეს–ჩვეულებებს.და,,საერთოდ,გამართულად შეძლონ კითხვა,საუბარი,თვითონ მოიძიონ მასალები საქართველოს შესახებ.
3.პროექტის აქტუალობა–არაქართველი მოსახლეობის ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესი დღეს აქტუალური თემაა სახელმწიფოსთვის.და ეს პროექტი ამ პროცესის ნაწილია.პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის სწრაფ ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებასთან.
4.პროექტის მიზნები–მოსწავლეებში გააღრმაოს ინტერესი საქართველოსა და ქართული კულტურის ირგვლივ.მოსწავლეებმა შეძლონ ისტის გამოყენებით ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება. კონკრეტული მასალის მოძიება კი პროექტის ხელმძღვანელმა გაანაწილოს კლასებს შორის.მაგ.მერვე კლასი–ზოგადი ინფორმაცია აღმოსავლეთ საქართველოს შესახებ,მე–9 კლასი–დასავლეთ საქართველო.მე–10 კლასი ტრადიციები და წეს–ჩვეულებები,მე–11 კლასი–ხუროთმოძღვრების ძეგლები ,მე–12 კლასი კულტურა. ამ პროექტის მიზანი მოსწავლეთა აქტიური ჩართვა, მოტივაციის გაზრდაა.
5.მონაწილეთა ასაკი–13– დან 18 წლამდე.პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას მე–8 – მე–12 კლასების ჩათვლით.
6.ვადები–ხანგრძლივობა.პროცესი მიმდინარეობს მთელი სასწავლო წლის მანზილზე. ეტაპობრივად ხდება შეხვედრები,პრეზენტაციები. მოძიებული მასალის სხვადასხვა სახით მიწოდება მსმენელებისათვის.
7.მოსალოდნელი შედეგები–აღნიშნული პრექტის მიმართ ინტერესი იქნება დიდი. მოსწავლეთა აქტივობა,ჩართულობა შესამჩნევი.ისწავლიან,როგორ მოიძიონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.აუცილებლად გაუადვილდებათ თავისუფლად, დამოუკიდებლად საუბარი ქართულად.ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლიან ქართულს.უფრო ახლოს გაეცნობიან საქართველოს,მოინახულებენ უკვე შესწავლილ მხარეებს.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები–ისტორიისა და ქართულის სახელმძღვანელოები,ენციკლოპედია,კომპიუტერი[ინტერნეტი],მიკროავტობუსი,ფასიანი საჩუქრები[ყველაზე ატიურებისათვის].
9პროექტის მსვლელობა–ხელმძღვანელის მიერ პროექტის დაწერა.კითხვარების მომზადება,დავალებების გადანაწილება კლასებზე[ჯგფ],ცალკეულ მოსწავლეებზე[ინდ],მოსწავლეები დამოუკიდებლად თვითონაც გვაწვდიან მათ მიერ მოპოვებულ მასალას.ეტაპობრივად მასალების წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე თეატრალური, მუსიკალური კომპოზიციის სახით.ინტელექტუალური ვიქტორინა ,,ვინ უკეთ იცნობს საქართველოს’,–გამარჯვებული მოსწავლეების ფასიანი საჩუქრებით წახალისება და ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
10საგნებთან,სასწავლო გეგმასთან კავშირი–თავისუფალი საუბარი, დიალოგი,ინტეგრირებული მუშაობა ისტორიის პედაგოგთან ერთად.
11. პროექტის ხელმძღვანელი; ნ.ლურმანაშვილი,ს.კაზარიანი
No comments:
Post a Comment